ნიდერლანდებში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველ რიგში, რისკჯგუფებში შემავალი პირები აიცრებიან
ნიდერლანდებში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველ რიგში, რისკჯგუფებში შემავალი პირები აიცრებიან

ნიდერლანდების მთავრობის განცხადებით, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 60 წელს გადაცილებული, რისკჯგუფში შემავალი ადამიანები და პანდემიასთან ბრძოლაში წინა ხაზზე მყოფი სამედიცინო პერსონალი პრიორიტეტი იქნება.

ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

ნიდერლანდების ჯანდაცვის მინისტრის ჰუგო დე იონგის განცხადებით, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა მოხალისეებისთვის უფასო იქნება. მისი თქმით, ქვეყნის მთავრობა პირველ ეტაპზე ვაქცინაციას დაახლოებით 155 000 ადამიანს შესთავაზებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ნიდერლანდებში ვირუსის 480 575 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 8 897 პაციენტი გარდაიცვალა.