ნიდერლანდებში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა
ნიდერლანდებში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა

ნიდერლანდებში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის 10 264 შემთხვევა დადასტურდა.

ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ნიდერლანდებში კორონავირუსით 336 575 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 7 321 დაიღუპა.