ნიდერლანდებში კორონავირუსის 2 544 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ნიდერლანდებში კორონავირუსის 2 544 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ნიდერლანდებში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული რაოდენობა აღრიცხეს.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო დღე-ღამეში ნიდერლანდების სამეფოს ტერიტორიაზე 2 544 ინფიცირებული გამოვლინდა, დაიღუპა 16 ადამიანი.

ნიდერლანდებში კორონავირუსის შემთხვევების ხელახლა მატება სექტემბრის შუა რიცხვებში დაიწყო.

ჯამში, ქვეყანაში პანდემიის პერიოდში 100 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.