ნიდერლანდებში კორონავირუსის 155 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

18:13, 14.03.2020

ნიდერლანდებში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 155 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.​

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 959-ს მიაღწია.

ამასთან, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსით გარდაცვლილია ორი პაციენტი.

მსგავსი