ნიდერლანდებში კომენდანტის საათი სულ მცირე 31 მარტამდე გახანგრძლივდა
ნიდერლანდებში კომენდანტის საათი სულ მცირე 31 მარტამდე გახანგრძლივდა

ნიდერლანდებში კომენდანტის საათი სულ მცირე 31 მარტამდე გახანგრძლივდა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის პრემიერ მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ახლა გონივრული არ იქნება რაიმე სახის შემსუბუქების გამოცხადება“, – აღნიშნა რუტემ. მისი თქმით, შესაძლოა გარკვეული შესწორებები აღდგომის პერიოდში მოხდეს.

მარკ რუტეს თქმით, გამონაკლისი იქნება 15-17 მარტი, პერიოდი, როდესაც ქვეყანაში ეროვნული არჩევნები გაიმართება.

ნიდერლანდებში კომენდანტის საათის პირველად, ექვსი კვირის წინ დაწესებამ ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე დღიანი არეულობა გამოიწვია. ნიდერლანდებში კომენდანტის საათი 21:00 საათიდან 04:30 საათამდე მოქმედებს.

ქვეყნის პრემიერ მინისტრის განცხადებით, თუ ვირუსის ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა მომავალი სამი კვირის განმავლობაში შემცირდება, ღია რესტორნებისა და ბარების გახსნა მომდევნო თვიდან შესაძლებელი გახდება. მისი თქმით, მთავრობის რჩევა არასაჭირო საერთაშორისო მოგზაურობის აკრძალვის შესახებ ძალაში სულ მცირე 15 აპრილამდე დარჩება.

ნიდერლანდებში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შეკრება კვლავ აკრძალულია, კერძო სტუმრობები კი ერთ ადამიანამდეა ლიმიტირებული. ქვეყანაში ბარები და რესტორნები ოქტომბრის შუა რიცხვებიდან დახურულია.