ნიდერლანდებში გოგონას მამაკაცთა კლუბში თამაშის უფლება მისცეს
ნიდერლანდებში გოგონას მამაკაცთა კლუბში თამაშის უფლება მისცეს

ნიდერლანდების სამეფო ფეხბურთის ასოციაციამ უფლება მისცა 19 წლის ელენ ფოკემეს, მამაკაცთა კლუბ „ფოარუტში“ ითამაშოს – ორგანიზაციის პრესსამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ექსპერიმენტია.

ამჟამად ნიდერლანდებში შერეული გუნდები 19 წლამდე ასაკის გუნდებში დაიშვებიან. ამ ასაკის შემდეგ, გოგოებმა ბიჭებთან „ა“ კატეგორიის გუნდებში ერთად თამაშის უფლება არ გააჩნიათ. ამიტომ თამაშობენ ქალთა გუნდებში ან „ბ“ კატეგორიის შერეულ გუნდებში. თუ ექსპერიმენტი წარმატებით დასრულება, ნიდერლანდების სამეფო ფეხბურთის ასოციაცია ამ შეზღუდვას მოხსნის.

ნიდერლანდების საფეხბურთო კავშირი მიიჩნევს, რომ წესების შესაძლო ცვლილებები ხელს შეუწყობს პატარა დასახლებებში მაცხოვრებელ გოგონებს (სადაც სრულფასოვანი გუნდების ჩამოსაყალიბებლად საკმარისი რაოდენობის ქალები არ არიან), სპორტში თავის რეალიზება მოახდინონ”.

„კარგია, რომ შემიძლია „ფოარუტში“ ვითამაშო. ხუთი წლიდან ამ ბიჭებთან ვთამაშობდი და საწყენი იქნებოდა, რომ მომავალ სეზონში მათთან ერთად რომ არ მეთამაშა. მე არ ვიცი, ეს წამოწყება როგორ გაამართლებს, მაგრამ მოხარული ვარ, ამ ექსპერიმენტში რომ ვმონაწილეობ“, – ამბობს ელენ ფოკემე.