ნიდერლანდებში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 10 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, რაც 18 ივლისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია
ნიდერლანდებში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 10 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, რაც 18 ივლისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია

ნიდერლანდებში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 10 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც 18 ივლისის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ამ დროისთვის ქვეყნის მაშტაბით საავადმყოფოებში 1 327 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 273 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ნიდერლანდებში „კოვიდ-19“-ის 2 156 582 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 18 474 ადამიანი.