ნიდერლანდებში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით 52 ადამიანი დაიღუპა და 227 ინფიცირდა
ნიდერლანდებში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით 52 ადამიანი დაიღუპა და 227 ინფიცირდა

ნიდერლანდებში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 52 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში ახალი კორონავირუსით 227 ადამიანი ინფიცირდა.

ნიდერლანდებში ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, აღნიშნული ინფექციის 43 211 შემთხვევაა დაფიქსირებული, დაიღუპა 5 562 მოქალაქე.