ნიდერლანდებში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 300 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ნიდერლანდებში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 300 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ნიდერლანდებში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 8 300 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც გასული დღეების მონაცემებთან შედარებით, თითქმის 3 ათასით ნაკლებია.

ქვეყნის ხელისუფლება 3 ნოემბრიდან შემზღუდველი ზომების ამოქმედებას გეგმავს.

ნიდერლანდებში „კოვიდ-19“-ი375 ათასამდე ადამიანს დაუდგინდა. მათგან ვირუსი ლეტალური 7 500-მდე პაციენტისთვის აღმოჩნდა.