ნიდერლანდებში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 777 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ნიდერლანდებში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 777 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ნიდერლანდებში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 777 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქვეყანაში უკვე მეორე დღეა, კორონავირუსის ახალი შემთხვევების დღიური მაჩვენებელი 2 500-ზე მაღალია. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, მარკ რუთი მოსახლეობას მოუწოდებს, მაქსიმალურად დაიცვან ექიმების რეკომენდაციები.

ნიდერლანდებში ამ დროისთვის სკოლები და რესტორნები ღიაა, პირბადის ტარება კი მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტშია სავალდებულო.

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ნიდერლანდებში კორონავირუსის 110 676 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 6 361 ადამიანი გარდაიცვალა.