ნიდერლანდებში არჩევნებში გამარჯვებულმა პარტიამ „დემოკრატები 66“ კოალიციური მთავრობის ჩამოსაყალიბებლად ორ სხვა პარტიასთან შეთანხმებას მიაღწია
ნიდერლანდებში არჩევნებში გამარჯვებულმა პარტიამ „დემოკრატები 66“ კოალიციური მთავრობის ჩამოსაყალიბებლად ორ სხვა პარტიასთან შეთანხმებას მიაღწია

ნიდერლანდებში ლიბერალურმა პარტიამ, „დემოკრატები 66“-მა (D66) შეთანხმებას მიაღწია ქრისტიან-დემოკრატებთან (CDA) და მემარჯვენე ლიბერალურ პარტია VVD-სთან კოალიციური მთავრობის ჩამოსაყალიბებლად.

არჩევნებში გამარჯვებული პარტია D66 დეკემბრიდან მოლაპარაკებებს აწარმოებდა ორ სხვა პარტიასთან, თუმცა პარლამენტის მეორე პალატაში ამ სამ პარტიას მხოლოდ 66 ადგილი აქვს 150-დან, რაც უმრავლესობას არ შეადგენს.

მედიის ინფორმაციით, სამივე პარტია ახლა რამდენიმე ოპოზიციურ პარტიასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს მხარდაჭერის მისაღებად.

ცნობისთვის, ნიდერლანდებში საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში ჩატარდა, სადაც ცენტრისტი ლიბერალების პარტია „დემოკრატები 66“ (D66)  გამარჯვებულად გამოცხადდა.