ნიდერლანდებში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

01:42, 28.02.2020

ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა ნიდერლანდებში. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პაციენტი ქალაქ ტილბურგის საავადმყოფოში იმყოფება. ის ჩრდილოეთ იტალიიდან ახალი დაბრუნებულია. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი ბრუნო ბროინსი ინფიცირებულის შესახებ დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებს.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსს, ბოლო მონაცემებით, 2 810 პაციენტი ემსხვერპლა. ამ დროისთვის ვირუსისგან განიკურნა 33 000-ზე მეტი ადამიანი.

მსგავსი