ნიდერლანდებში 24-საათიანი გაფიცვის გამო საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა შეაჩერა

15:16, 09.09.2026

ნიდერლანდებში 24-საათიანი გაფიცვის გამო მუშაობა შეაჩერა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა.

მედიის ცნობით, გაფიცვა გავლენას მოახდენს ქვეყნებს შორის სარკინიგზო გადაადგილებაზე, კერძოდ, ბელგიის, გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მიმართულებით.

პროფკავშირები ნიდერლანდების ხელისუფლების გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში სოციალური ხარჯები 6.5 მილიარდ ევრომდე უნდა შემცირდეს. ცვლილება ძირითადად უმუშევრობის შემწეობის შეზღუდვას და თავდაცვის ხარჯების მნიშვნელოვან ზრდას გულისხმობს.

„როიტერი“ წერს, რომ გაფიცვა კიდევ უფრო ზრდის იმ სირთულეებს, რაც წელს ნიდერლანდებში ჩამოყალიბებული მემარჯვენე-ცენტრისტული უმცირესობის მთავრობას უკვე აქვს. უმრავლესობის არარსებობის გამო კოალიციას სხვა პარტიების მხარდაჭერაც სჭირდება, თუმცა ოპოზიციის ლიდერმა პროფკავშირების მოთხოვნას მხარი დაუჭირა.

მსგავსი