ნიდერლანდებმა თურქეთიდან ელჩი გაიწვია
ნიდერლანდებმა თურქეთიდან ელჩი გაიწვია

ნიდერლანდებმა თურქეთიდან ელჩი გაიწვია.

ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბული ურთიერთობების ფონზე ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა სოციალურ ქსელ Twitter-ში დაწერა, რომ ორი ქვეყანა ურთიერთობების ნორმალიზების გზებზე ვერ შეთანხმდა.

თურქეთსა და ნიდერლანდებს შორის ურთიერთობები მას შემდეგ გამწვავდა, რაც გასულ წელს ნიდერლანდების ხელისუფლებამ თურქეთის მინისტრთა კაბინეტის წევრებს საკონსტიტუციო რეფერენდუმის მხარდამჭერ აქციაზე დასწრების უფლება არ მისცა.