ნიდერლანდებმა სტუმრად ბელგია გაანადგურა და წაუგებელი სერია 10 მატჩამდე აიყვანა - ერთა ლიგა, A დივიზიონი, მე-4 ჯგუფი [ვიდეო] #1TVSPORT
ნიდერლანდებმა სტუმრად ბელგია გაანადგურა და წაუგებელი სერია 10 მატჩამდე აიყვანა - ერთა ლიგა, A დივიზიონი, მე-4 ჯგუფი [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* მთავარ მწვრთნელად ლუი ვან გაალის დანიშვნის შემდეგ, ნიდერლანდების ნაკრებმა 10 მატჩში რვა მოიგო და ორი ფრედ დაასრულა, ბურთების შეფარდებით 31:8.

* ნიდერლანდებმა პირველად მოუგო ბელგიას XXI საუკუნეში.

* ვან გაალმა 53-ე მატჩი ჩაატარა ნიდერლანდების მთავარი მწვრთნელის რანგში, რითაც გაუთანაბრდა რინუს მიხელსს.

* ბერგვინმა ზედიზედ მეოთხე სანაკრებო მატჩში გაიტანა.

* დეპაის ნაკრებში 41 გოლი დაუგროვდა, რითაც პატრიკ კლუივერტს გაუსწრო და ყველა დროის სიაში მესამე ადგილზეა. მასზე წინ არიან – კლაას-იან ჰუნტელაარი (42) და რობინ ვან პერსი (50).

 

ბელგია-ნიდერლანდები         1:4

გოლები: 0:1 ბერგვინი (40), 0:2 დეპაი (51), 0:3 დუმფრიზი (61), 0:4 დეპაი (65), 1:4 ბატშუაი (90)

ბელგია: მინოლე, მონიე (67. კარასკო), ვერტონგენი, ალდერვეირელდი, ბოიატა, კასტანი, ვიტცელი (67. ბატშუაი), ვანაკენი (46. ონანა), დე ბრუინი, აზარი (46. მერტენსი), ლუკაკუ (27. ტროსატი).

ნიდერლანდები: სილესენი, დუმფრიზი, ვან დეიკი, აკე (74. დე ლიგტი), ტიმბერი, ბლინდი, კლასენი, ფ. დე იონგი, ბერგჰუისი (83. კოპმეინერსი), დეპაი, ბერგვინი.