ნიდერლანდების ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ცენტრისტი ლიბერალების პარტიამ, „დემოკრატები 66“-მა გაიმარჯვა
ნიდერლანდებში ცენტრისტი ლიბერალების პარტია „დემოკრატები 66“ (D66) ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდა.
ქვეყანაში თითქმის ყველა ხმა დათვლილია.
გავრცელებული ცნობით, 38 წლის რობ იეტენის პარტია ულტრამემარჯვენე ხერტ ვილდერსის PVV-ს 15 ათასი ხმით უსწრებს. დაახლოებით 18-პროცენტიანი შედეგით გამარჯვებულ პარტიას უმრავლესობის კოალიციის შესაქმნელად, სულ მცირე, სამი პარტნიორი დასჭირდება.
რობ იეტენი ნიდერლანდების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი იქნება. დასავლური მედიის შეფასებით, D66-მა წინა არჩევნებთან შედარებით თითქმის სამჯერ გაზარდა ადგილების რაოდენობა, რასაც ხელი შეუწყო ენერგიულმა კამპანიამ და სარეკლამო ხარჯების ზრდამ.