ნიდერლანდების უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციების სასამართლოების გადაწყვეტილებები უკრაინისთვის „სკვითური ოქროს“ დაბრუნების შესახებ

16:03, 09.06.2023

ნიდერლანდების უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციების სასამართლოების გადაწყვეტილებები უკრაინისთვის „სკვითური ოქროს“ დაბრუნების შესახებ.

სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით, ალარდ პირსონის მუზეუმმა არქეოლოგიური ძვირფასეულობები უკრაინის სახელმწიფოს უნდა დაუბრუნოს და არა – ყირიმის მუზეუმებს.

„სკვითური ოქრო“ ამსტერდამში თითქმის 10 წელი რჩებოდა. ამსტერდამში მდებარე ალარდ პიკსონის მუზეუმმა ყირიმის ოთხი მუზეუმიდან ექსპონატები 2014 წლის დასაწყისში მიიღო გამოფენისთვის „ყირიმი – შავი ზღვის ოქრო და საიდუმლოები“. კოლექცია 500-ზე მეტი ექსპონატისგან შედგება.

რუსეთის მიერ ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ, სადავო გახდა, ვისთვის უნდა გადაეცათ ექსპონატები – ოკუპირებულ ყირიმში მდებარე მუზეუმებისთვის თუ უკრაინის ხელისუფლებისთვის. 2016 წლის დეკემბერში ამსტერდამის სასამართლომ „სკვითური ოქროს“ უკრაინისთვის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ის სეპარატისტული რეჟიმის მიერ მართულმა ყირიმის მუზეუმებმა გაასაჩივრეს.

მსგავსი