ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი - იმ შემთხვევაში, თუ ფინეთი ან შვედეთი მოითხოვენ სამხედრო დახმარებას, ჩვენ მათ მხარს დავუჭერთ
ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი - იმ შემთხვევაში, თუ ფინეთი ან შვედეთი მოითხოვენ სამხედრო დახმარებას, ჩვენ მათ მხარს დავუჭერთ

იმ შემთხვევაში, თუ ფინეთი ან შვედეთი მოითხოვენ სამხედრო დახმარებას, ჩვენ მათ მხარს დავუჭერთ, – ეს განცხადება ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა კაისა ოლონგრენმა ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ გააკეთა.

რეპორტიორმა მინისტრს ჰკითხა, არის თუ არა მზად ნიდერლანდები, სამხედრო მხარდაჭერა გაუწიოს მაშინ, თუ ფინეთი ან შვედეთი ევროკავშირის 42-ე მუხლს გაააქტიურებენ.

„ეს მუხლი უკვე მოქმედებს და ნიშნავს, რომ თუ იქნება მიზეზი, რომ რომელიმე ამ ქვეყანამ, შვედეთმა ან ფინეთმა მოითხოვონ დახმარება, მაშინ ევროკავშირის ყველა ქვეყანა გააკეთებს ამას. ასევე ჩვენც, დიახ, თუ საჭირო იქნება, ჩვენც გავაკეთებთ ამას“, – განაცხადა ოლონგრენმა.