ნიდერლანდების საგარეო უწყება - საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის ურთიერთობა ძლიერია, ვაფასებთ ჩვენს მჭიდრო კავშირებს
ნიდერლანდების საგარეო უწყება - საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის ურთიერთობა ძლიერია, ვაფასებთ ჩვენს მჭიდრო კავშირებს

საქართველო და ნიდერლანდების სამეფო დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს აღნიშნავენ.

ამ თარიღთან დაკავშირებით, ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო „ტვიტერში“ განცხადებას ავრცელებს.

„დღეს საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობის 30 წელი შესრულდა. ჰოლანდიურ-ქართული ურთიერთობა ძლიერია და ვაფასებთ ჩვენს მჭიდრო კავშირებს. ველოდებით ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებას. საქართველო და ნიდერლანდების სამეფო დღეს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების 30 წლისთავს აღვნიშნავთ“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.