ნიდერლანდების საგარეო უწყება – საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის ურთიერთობა ძლიერია, ვაფასებთ ჩვენს მჭიდრო კავშირებს
საქართველო და ნიდერლანდების სამეფო დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს აღნიშნავენ.
ამ თარიღთან დაკავშირებით, ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო „ტვიტერში“ განცხადებას ავრცელებს.
„დღეს საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობის 30 წელი შესრულდა. ჰოლანდიურ-ქართული ურთიერთობა ძლიერია და ვაფასებთ ჩვენს მჭიდრო კავშირებს. ველოდებით ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებას. საქართველო და ნიდერლანდების სამეფო დღეს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების 30 წლისთავს აღვნიშნავთ“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
Today marks 30 years of bilateral relations with #Georgia. The Dutch-Georgian relationship is strong and we cherish our close ties. We look forward to continuing our fruitful cooperation. 🇬🇪🇳🇱 დღეს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების 30 წლისთავს აღვნიშნავთ. pic.twitter.com/sljFpYuTF4
— Dutch Ministry of Foreign Affairs 🇳🇱 (@DutchMFA) April 22, 2022