ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში ჩავიდა
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში ჩავიდა

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი ვოკკე ჰოქსტრა უკრაინაში ჩავიდა. დიპლომატმა მოინახულა ირპენი, ქალაქი, რომელიც რუსული აგრესიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა.

„დაბომბილი სახლები და მშენებლობები აჩვენებს, თუ რა გავლენა იქონია ომმა აქ მცხოვრებ კაცებზე, ქალებსა და ბავშვებზე. ნიდერლანდებს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, დაადგინოს სიმართლე და მიაღწიოს სამართლიანობას“, – წერს საგარეო საქმეთა მინისტრი „ტვიტერში“.

ვოკკე ჰოქსტრა უკრაინელ კოლეგა დმიტრო კულებასაც შეხვდა. მისი თქმით, ნიდერლანდები გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას როგორც ჰუმანიტარული, ასევე ფინანსური გზით.