ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი - მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ეუთო-ს ვალდებულებების შესაბამისად, ვენის მექანიზმის ამოქმედებით დასმულ კითხვებს უპასუხოს
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი - მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ეუთო-ს ვალდებულებების შესაბამისად, ვენის მექანიზმის ამოქმედებით დასმულ კითხვებს უპასუხოს

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ეუთო-ს ვალდებულებების შესაბამისად, ვენის მექანიზმის ამოქმედებით დასმულ კითხვებს უპასუხოს, – ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, კასპარ ველდკამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, ნიდერლანდების ინიციატივით ეუთო-ს 38-მა სახელმწიფომ საქართველოს მიმართ ვენის მექანიზმი გამოიყენა.

„გუშინ, ნიდერლანდების ინიციატივით, ეუთო-ს 38 მონაწილე სახელმწიფომ ვენის მექანიზმი გამოიყენა, რათა გამოეხატათ ღრმა შეშფოთება საქართველოში დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების მიმართ ძალადობისა და რეპრესიების გამო. ფუნდამენტური თავისუფლებები უნდა იყოს დაცული. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ეუთო-ს ვალდებულებების შესაბამისად, უპასუხოს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ მექანიზმის ამოქმედებით დასმულ კითხვებს“, – წერს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი.