ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი - დროა, საქართველოს ხელისუფლებამ აღადგინოს საზოგადოების ნდობა და შესაძლოა, განიხილოს ახალი არჩევნების ჩატარება ეუთო-ს რეკომენდაციების საფუძველზე
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი - დროა, საქართველოს ხელისუფლებამ აღადგინოს საზოგადოების ნდობა და შესაძლოა, განიხილოს ახალი არჩევნების ჩატარება ეუთო-ს რეკომენდაციების საფუძველზე

დროა, საქართველოს ხელისუფლებამ აღადგინოს საზოგადოების ნდობა და შესაძლოა, განიხილოს ახალი არჩევნების ჩატარება ეუთო-ს რეკომენდაციების საფუძველზე, – ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, კასპარ ველდკამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისივე თქმით, ქართველები მშვიდობიანად იცავენ თავიანთ დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს ქუჩებში.

„მივესალმები სალომე ზურაბიშვილის ლიდერობას და მის მტკიცე ერთგულებას საქართველოს ევროპული კურსისადმი. უკვე ერთი თვეა, ქართველები მშვიდობიანად იცავენ თავიანთ დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს ქუჩებში, ძალადობისა და დაშინების მიუხედავად. არცერთ მთავრობას არ შეუძლია უგულებელყოს მათი მოწოდება.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა დაადასტურა სერიოზული საარჩევნო დარღვევები, ასევე სავარაუდო გაყალბების გამოძიების ნაკლებობა. დროა, საქართველოს ხელისუფლებამ აღადგინოს საზოგადოების ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ეუთო-ს რეკომენდაციების განხორციელებით და შესაძლოა, განიხილოს ახალი არჩევნების ჩატარება ამ რეკომენდაციების საფუძველზე“, – წერს ველდპამპი სოციალურ ქსელში.