ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი – ჩემი დღევანდელი გზავნილი არის ის, რომ უკრაინას შეუძლია, ჩვენი მაქსიმალური მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს რუსულ აგრესიასთან ბრძოლაში
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი დავიდ ვან ვილი კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ის საკუთარ სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ვიზიტის შესახებ საუბრისას ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინას შეუძლია, ნიდერლანდების მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს.
„რუსეთი ყოველდღიურად ატერორებს უკრაინელებს საშინელი თავდასხმებით. უდანაშაულო ადამიანები იტანჯებიან. ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ოჯახები ელექტროენერგიისა და გაზის გარეშე რჩებიან. ჩემი დღევანდელი გზავნილი კიევში არის ის, რომ უკრაინას შეუძლია, ჩვენი მაქსიმალური მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს რუსულ აგრესიასთან საბრძოლველად“, – წერს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში.
Day after day, Russia terrorises Ukrainians with its horrific attacks. Innocent people are suffering. With winter around the corner, families are left without power and gas.
My message today in Kyiv: Ukraine can count on our maximum support to fight the Russian aggressor. pic.twitter.com/fbRk6xbjrn
— David van Weel (@ministerBZ) October 28, 2025