ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი – აზერბაიჯანი ნიდერლანდებისთვის რეგიონში მნიშვნელოვანი პარტნიორია
აზერბაიჯანი ნიდერლანდებისთვის რეგიონში მნიშვნელოვანი პარტნიორია, – ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტომ ბერენდსენმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ნიდერლანდების მინისტრმა აღნიშნა, რომ მათ აზერბაიჯანთან თანამშრომლობის გაფართოება სურთ. ტომ ბერენდსენის თქმით, მისი ქვეყანა დაინტერესებულია აზერბაიჯანში თავისი ქვეყნის კომპანიების მუშაობით.
„ცვალებად სამყაროში ჩვენ უფრო მეტი პარტნიორობა გვჭირდება. ნიდერლანდებისა და აზერბაიჯანის მსგავსი ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანია ისეთ სახელმწიფოებთან თანამშრომლობა, რომლებიც მსოფლიოში მსგავს პოზიციას იზიარებენ, რითაც ჩვენი პოზიციები კიდევ უფრო განმტკიცდება. ნიდერლანდები მაღალ შეფასებას აძლევს აზერბაიჯანის გეოგრაფიულ მდებარეობასა და მის პოტენციალს, შეასრულოს რეგიონული ჰაბის როლი. ჩვენ გვსურს, ნიდერლანდურ კომპანიებთან და ცოდნის გაზიარების ექსპერტებთან ერთად, წვლილი შევიტანოთ ამ პოტენციალის რეალიზებაში”, – აღნიშნა ნიდერლანდების საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ტომ ბერენდსენმა აზერბაიჯანის და სომხეთის ურთიერთობაზეც გაამახვილა ყურადღება.
„ორივე ქვეყანამ უნდა გადადგას პრაგმატული ნაბიჯები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესში. ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა რეგიონში ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს გააჩენს“, – აღნიშნა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა.