ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის მუქარა ევროპის ქვეყნების წინააღმდეგ ტარიფების დაწესების შესახებ შანტაჟია
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ტრამპის მუქარა ევროპის ქვეყნების წინააღმდეგ ტარიფების დაწესების შესახებ შანტაჟია, – ამის შესახებ განცხადება ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ვან ვილმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა.
„ეს შანტაჟია და ამის საჭიროება არ არის. ეს ვერაფრით ეხმარება ნატო-ს და თავად გრენლანდიას“, – განაცხადა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისივე თქმით, ნიდერლანდები გაკვირვებული იყო ტრამპის ამ ნაბიჯით, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ევროპული ქვეყნების გრენლანდიაში სამხედრო მოსამსახურეების გაგზავნა „პოზიტიური დღის წესრიგის ნაწილი იყო“.
ვან ვილის განცხადებით, ევროპის ქვეყნების მონაწილეობა გრენლანდიაში მიმდინარე ნატო-ს წვრთნებში მიმართულია „უსაფრთხოების საკითხებისადმი სერიოზული დამოკიდებულების დემონსტრირებისკენ“.
„ეს წვრთნები დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი. ახლა მათ უბრალოდ უფრო მეტი ქვეყანა შეუერთდა. ფაქტობრივად, ტარიფების შემოღების ახსნა შეუძლებელია. მოკავშირეები ასე არ უნდა ექცეოდნენ ერთმანეთს“, – განაცხადა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა.