ნიდერლანდების ქალაქ ტილბურგში, სადგურიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა
ნიდერლანდების ქალაქ ტილბურგში, სადგურიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა

ნიდერლანდების ქალაქ ტილბურგში ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო, სადგურიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა De Telegraaf-ი ავრცელებს.

ინციდენტი გვიან ღამით მოხდა. მგზავრების მატარებლებიდან და სადგურის შენობიდან ევაკუაცია დაახლოებით შუაღამეს განხორციელდა. ადგილზე გამნაღმველები მივიდნენ, რომლებმაც სადგურის ტერიტორია და საეჭვო ჩანთა შეამოწმეს, თუმცა ასაფეთქებელი მოწყობილობა ვერ აღმოაჩინეს.

ინციდენტთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს. მატარებლების მიმოსვლა სადგურში მალევე აღდგა.

ტილბურგში 19 აგვისტოს ცეკვის ფესტივალი ტარდებოდა, ამიტომ სადგური განსაკუთრებით ხალხმრავალი იყო.