ნიდერლანდების პრემიერმა მოსახლეობას მოუწოდა, თავი შეიკავონ ხელის ჩამორთმევისგან, რის შემდეგაც მინისტრს თავად ჩამოართვა ხელი [ვიდეო]
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ კორონავირუსის გამო მოსახლეობას მოუწოდა, თავი შეიკავონ ხელის ჩამორთმევისგან, ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში პრემიერს საკუთარი რეკომენდაცია დაავიწყდა და თავად ჩამოართვა ხელი მთავრობის მინისტრს, ჯააპ ვან დიზელს, რომელთან ერთადაც პრესკონფერენციას მართავდა.
ჯააპ ვან დიზელმა პრემიერს მიუთითა, რომ როგორც თავად აღნიშნა, ხელის ჩამორთმევა რეკომენდებული არ არის. ამის შემდეგ მარკ რუტემ ბოდიში მოიხადა.
In a televised press conference on how to prevent the spread of #coronavirus in The Netherlands, Dutch PM Rutte urged the nation to stop shaking hands.
At the end of the meeting he then thanked a scientist and shook his hand. 😂😂😂pic.twitter.com/jK0MEawz0B
— Harald Doornbos (@HaraldDoornbos) March 9, 2020