ნიდერლანდების პრემიერი - უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შემდგომ აგრესიას სერიოზული შედეგები მოჰყვება
ნიდერლანდების პრემიერი - უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შემდგომ აგრესიას სერიოზული შედეგები მოჰყვება

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შემდგომ აგრესიას სერიოზული შედეგები მოჰყვება. აღნიშნულის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ნიდერლანდები აბსოლუტურად მკაფიოდ აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შემდგომ აგრესიას სერიოზული შედეგები მოჰყვება. აშშ-სთან პარტნიორობით ჩვენ ევროკავშირში ვმუშაობთ მძლავრი სანქციების პაკეტზე. ნიდერლანდები მხარს დაუჭერს უკრაინას, როგორც შეძლებს. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ვთავაზობთ ჩვენს დახმარებას, კერძოდ, კიბერშეტევების მოსაგერიებლად“, – განაცხადა მარკ რუტემ.

ამასთან, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სიტუაციის დეესკალაციისთვის ერთადერთი სწორი მიმართულება დიპლომატიაა. მისი თქმით, რუსეთსა და აშშ-ს, რუსეთსა და ნატო-ს და ნორმანდიული ფორმატის ქვეყნებს შორის დიალოგი უნდა გაგრძელდეს.

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად კიევში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

დატოვე კომენტარი