ნიდერლანდების პრემიერი - მესმის, რომ მოთმინება იწურება, თუმცა ზომების სწრაფი შემსუბუქებით შეიძლება, ვირუსმა კვლავ პიკს მიაღწიოს
ნიდერლანდების პრემიერი - მესმის, რომ მოთმინება იწურება, თუმცა ზომების სწრაფი შემსუბუქებით შეიძლება, ვირუსმა კვლავ პიკს მიაღწიოს

ნიდერლანდებში მასობრივი ღონისძიებების ჩატარებაზე აკრძალვა სექტემბრამდე გახანგრძლივდა. როგორც პრესკონფერენციაზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ განაცხადა, ნიდერლანდებში ბიზნესსაქმიანობაზე დაწესებული შეზღუდვები 20 მაისამდე გახანგრძლივდა, ხოლო მასობრივი ღონისძიებებია აკრძალვა პირველ სექტემბრამდე გაგრძელდა.

„მესმის, რომ მოთმინება იწურება, თუმცა ზომების სწრაფმა შემსუბუქებამ შეიძლება ვირუსს მისცეს საშუალება, კვლავ პიკს მიაღწიოს”, – განაცხადა რუტემ.

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის თქმით, საფრთხე ჯერ კიდევ ძალიან დიდია ისეთი ბიზნესსაქმიანობისთვის, რომელიც ადამიანებს შორის მჭიდრო კონტაქტს საჭიროებს, კერძოდ, სილამაზის სალონებისთვის.

ამასთან, დაწყებითი სკოლის მოსწავლეები სკოლაში სიარულს 11 მაისიდან დღეგამოშვებით განაახლებენ.

„მაგალითად, მოსწავლეების ნახევარი ივლის ერთ დღეს, ხოლო მეორე ნახევარი – მეორე დღეს”, – განმარტა რუტემ.