ნიდერლანდების პრემიერი – ძალადობა, რომლის წინაშეც უკრაინა პუტინის განკარგულებით აღმოჩნდა, უმოწყალოა

21:43, 22.03.2022
epa08506676 Dutch Prime Minister Mark Rutte and Minister Hugo de Jonge of Health, Welfare and Sport (CDA) and sign interpreter Irma Sluis during the press conference after a consultation of the Ministerial Crisis Management Committee (MCCb) about the coronavirus, in The Hague, The Netherlands, 24 June 2020.  EPA-EFE/BART MAAT

უკრაინაში შეჭრით, პუტინმა დაარღვია უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ეს სრულიად მიუღებელია. ძალადობა, რომლის წინაშეც უკრაინა პუტინის განკარგულებით აღმოჩნდა, უმოწყალოა და მრავალი მშვიდობიანი მსხვერპლი მოყვა, – ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ ანკარაში, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

„ამის მტკიცებულებას ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ. თუნდაც, მარიუპოლის განურჩეველი დაბომბვა ავიღოთ, თავდასხმა, რომლის მიზანიც მშვიდობიანი მოსახლეობის დატერორება იყო“, – განაცხადა მარკ რუტემ.

მისი თქმით, თურქეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკების დროს, მათ ორმხრივი ურთიერთობების გარდა, უკრაინაში არსებულ ვითარებაზეც ბევრი ისაუბრეს.

„ორივემ დავგმეთ რუსეთის შეჭრა. როგორც პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, ეს ძლიერი დარტყმაა რეგიონალური მშვიდობისა და სტაბილურობისთვის და მე სრულად ვეთანხმები ამას“, – განაცხადა რუტემ.

„ჩვენთვის – დასავლეთ ევროპული ქვეყნისთვის, უკრაინაში ომი ბევრად მოშორებით არის, ვიდრე თურქეთისთვის. თურქეთი ამ კონფლიქტის გადასაჭრელად მნიშვნელოვან როლს ასრულებს“, – განაცხადა რუტემ და აქვე აღნიშნა, რომ თურქეთმა ასევე პასუხისმგებლობა აიღო, ბოსფორის სრუტეში ხომალდების არგატარებასთან დაკავშირებით, მოტროს კონვენციის ფარგლებში და ამით შეაფერხა რუსული სამხედრო გემები, რომლებიც შავი ზღვისკენ მიემართებოდნენ.

მსგავსი