ნიდერლანდების პრემიერი – ჩვენთვის ერთიანი ევროპული არმიის შექმნა ძალიან შორეული საკითხია

00:35, 17.11.2018
FILE PHOTO: Dutch Prime Minister Mark Rutte holds a news conference at the European Union leaders summit in Brussels, Belgium October 18, 2018. REUTERS/Piroschka van de Wouw

FILE PHOTO: Dutch Prime Minister Mark Rutte holds a news conference at the European Union leaders summit in Brussels, Belgium October 18, 2018. REUTERS/Piroschka van de Wouw

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე ერთიანი ევროპული არმიის შექმნის იდეას გამოეხმაურა.

„ერთიანი ევროპული არმიის შექმნა ძალიან შორეული საკითხია ნიდერლანდებისთვის. ჩვენი თავდაცვის პოლიტიკის მთავარ ქვაკუთხედად კვლავ ნატო რჩება“, – განაცხდა რუტემ.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გამოდის ინიციატივით, ერთიანი ევროპული არმია შეიქმნას, რომელიც ევროპას რუსეთისგან და ამერიკის შეერთებული შტატებისგანაც კი დაიცავს.

მაკრონის ამ იდეას მხარს უჭერს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი.

„დრო, როდესაც ჩვენ სხვებს ვეყრდნობოდით, დასრულდა“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

მსგავსი