ნიდერლანდების პრემიერი აცხადებს, რომ ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა ევროკავშირის გაფართოება იქნება
epa08506676 Dutch Prime Minister Mark Rutte and Minister Hugo de Jonge of Health, Welfare and Sport (CDA) and sign interpreter Irma Sluis during the press conference after a consultation of the Ministerial Crisis Management Committee (MCCb) about the coronavirus, in The Hague, The Netherlands, 24 June 2020. EPA-EFE/BART MAAT
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის მარკ რუტეს განცხადებით, ევროკავშირის მიერ ინიცირებული ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტზე დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა ევროკავშირის გაფართოების საკითხი იქნება.
მისივე თქმით, ასევე დღის წესრიგშია უკრაინა და ევროპის უსაფრთხოება.
„ქვეყნები, რომლებსაც სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, შესაძლოა, ფიქრობდნენ, რომ ეს ალტერნატიული ვარიანტია, მაგრამ ეს ასე არ არის. ეს არის პლატფორმა და ბაზა, რომელზეც დღეს უნდა ვიმსჯელოთ ევროკავშირის ლიდერებთან, რაც დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემაა. ასევე დღის წესრიგშია უკრაინა, ევროპის უსაფრთხოება“, – განაცხადა მარკ რუტემ.
ცნობისთვის, ევროკავშირის მიერ ინიცირებული ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის პირველი სამიტი დღეს გაიხსნა. სამიტში მონაწილეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.