ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი ვარაუდობს, რომ მომავალი ორი-სამი წლის განმავლობაში რუსეთმა, შესაძლოა, გაზარდოს სამხედრო ძალა ჩრდილოეთ ევროპასთან საზღვარზე, რათა კიდევ ერთი ომი დაიწყოს
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი ვარაუდობს, რომ მომავალი ორი-სამი წლის განმავლობაში რუსეთმა, შესაძლოა, გაზარდოს სამხედრო ძალა ჩრდილოეთ ევროპასთან საზღვარზე, რათა კიდევ ერთი ომი დაიწყოს

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი დიკ სხოოფი ვარაუდობს, რომ მომავალი ორი-სამი წლის განმავლობაში რუსეთმა, შესაძლოა, გაზარდოს სამხედრო ძალა ჩრდილოეთ ევროპასთან საზღვარზე, რათა კიდევ ერთი ომი დაიწყოს.

ნიდერლანდბეის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერმა ოსლოში ვიზიტისას განაცხადა, სადაც გაერთიანებული საექსპედიციო ძალების მონაწილე ქვეყნების ლიდერები იკრიბებიან.

ნიდერლანდების პრემიერმა ფინეთის საზღვარზე რუსული სამხედრო მოქმედებების გააქტიურებასთან დაკავშირებით ისაუბრა. კერძოდ, რკინიგზის მშენებლობაზე.

„რამდენიმე წელიწადში რუსეთმა დააგროვა საკმარისი პოტენციალი, რათა დაიწყოს ახალი ომი და ეს, შესაძლოა, ევროპულ კონტინენტზე მოხდეს“, – განაცხადა სხოოფმა და აღნიშნა, რომ არ სურს მოსახლეობის შეშინება.

„ფაქტი არ არის, რომ მოხდება რუსეთის თავდასხმა. მე არ მინდა ვინმეს შეშინება“, – თქვა მან, თუმცა აღნიშნა, რომ ევროპულმა ქვენებმა უნდა იმუშაონ, რათა თავიდან აიცილონ ეს.

ოსლოში გაერთიანებული საექსპედიციო ძალების ლიდერები განიხილავენ უსაფრთხოების საკითხებს, მათ შორის, წყალქვეშა ინფრასტრუქტურის დაცვას.

გაერთიანებული საექსპედიციო ძალების მონაწილე ქვეყნები არიან ბრიტანეთი, დანია, ნიდერლანდები, შვედეთი, ნორვეგია, ფინეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა და ისლანდია.