ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი - უკრაინისთვის „ეფ-16“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემა ევროკავშირის შემდეგი ნაბიჯია
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი - უკრაინისთვის „ეფ-16“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემა ევროკავშირის შემდეგი ნაბიჯია

სამხედრო დახმარების მიწოდების საკითხებში, უკრაინისთვის „ეფ-16“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემა ევროკავშირის შემდეგი ნაბიჯია, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ ეროვნული ტელემარათონის ეთერში განაცხადა.

ნიდერლანდების მთავრობის მეთაურის თქმით, ამ დრომდე ზოგიერთი ქვეყანა ამ საკითხზე ყოყმანობს აშშ-ის პოზიციის ფონზე, მაგრამ მათ მთავრობაში ამ საკითხს ტაბუ ნამდვილად არ ადევს.

მარკ რუტეს განცხადებით, უკრაინისთვის ავიაგამანადგურებლების გადაცემის საკითხის გასააქტიურებლად მსოფლიომ უნდა შექმნას შესაბამისი კოალიცია, როგორც ეს იყო გერმანული „ლეოპარდ 2“ ტიპის ტანკების გადაცემის შემთხვევაში.

„„ეფ-16“ ნამდვილად იქნება შემდეგი ნაბიჯი. ეს იქნება დიდი შემდეგი ნაბიჯი… მაგრამ „ეფ-16“-ები აშშ-ში წარმოებს და ისინი ეწინააღმდეგებიან უკრაინაში მათ მიწოდებას. ბევრი ქვეყანა ყოყმანობს ამის გამო“, – განაცხადა მარკ რუტემ.