ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი იერუსალიმში ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი იერუსალიმში ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე იერუსალიმში ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. შეხვედრისას ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ მიმდინარე მოვლენები არის ცივილიზაციის ბრძოლა ბარბაროსობის წინააღმდეგ.

„„ჰამასი“ არის ისლამური სახელმწიფო და როგორც მსოფლიო გაერთიანებულია ისლამური სახელმწიფოს დასამარცხებლად, მსოფლიო უნდა გაერთიანდეს „ჰამასის“ წინააღმდეგ. ვიცი, გესმით, რომ ეს არის კაცობრიობის ბრძოლა ბარბაროსობის წინააღმდეგ. მე გამოვიარე ომები, საშინელებები ვნახე, თუმცა ასეთი საშინელი რამ არასდროს მინახავს. ეს ჩვენი საერთო ცივილიზაციის ბრძოლაა“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

თავის მხრივ, მარკ რუტემ აღნიშნა, რომ პატივს სცემს იმას, თუ როგორ ცდილობს ისრაელი, თავიდან აიცილოს თავდასხმა და აღადგინოს ისრაელის უსაფრთხოება.

„მე პატივს ვცემ იმას, რასაც აკეთებს თქვენი გუნდი, ცდილობს, თავიდან აიცილოს ეს თავდასხმა და აღადგინოს ისრაელის უსაფრთხოება. ამ თავდასხმის შედეგად დაახლოებით 1 400 ადამიანი დაიღუპა და ეს საშინელებაა. ეს საშინელებაა. ჩვენ ვაპირებთ ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ წავიდეთ წინ“, – აღნიშნა რუტემ.