ნიდერლანდების პოლიციამ როტერდამში, სინაგოგაში ხანძრის გაჩენის საქმეზე გამოძიება დაიწყო

13:19, 13.03.2026

ნიდერლანდების პოლიციამ როტერდამში, სინაგოგაში ხანძრის გაჩენის საქმეზე გამოძიება დაიწყო.

პოლიციის ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც პოლიციაში აცხადებენ, ინციდენტი, შესაძლოა, ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ომის ფონზე ანტისემიტიზმის გამოვლინება იყოს.

„დაახლოებით დილის 03:40 საათზე სინაგოგაში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ცოტა ხნით ენთო“, – განაცხადეს პოლიციაში.

ამასთან, „როიტერის“ ცნობით, ორშაბათს ბელგიაში კიდევ ერთ სინაგოგაში აფეთქება მოხდა, რასაც ხელისუფლება ანტისემიტურ თავდასხმად მიიჩნევს. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

მედია წერს, რომ ირანზე აშშ-სა და ისრაელის საჰაერო დარტყმებისა და ირანის შემდგომი საპასუხო ქმედებების შემდეგ მსოფლიოში გაიზარდა ებრაული თემების წინააღმდეგ შესაძლო თავდასხმების რისკები.

მსგავსი