ნიდერლანდების პოლიციამ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნარკოკარტელის ხელმძღვანელი დააკავა
ნიდერლანდების პოლიციამ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნარკოკარტელის ხელმძღვანელი დააკავა

ნიდერლანდების პოლიციამ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნარკოკარტელის ხელმძღვანელი დააკავა. „ბიბისის“ ინფორმაციით, ჩინური წარმოშობის კანადის მოქალაქე ცე ჩი ლოპზე საერთაშორისო ძებნა ავსტრალიას ჰქონდა გამოცხადებული.

სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ ეჭვმიტანილი მამაკაცის ნარკოკარტელი აზია-წყნარი ოკეანეთის ნარკოტიკების ბაზარზე დომინირებს. ცე ჩი ლოპი ამსტერდამის აეროპორტში დააკავეს.

ავსტრალიის ფედერალური პოლიციის ინფორმაციით, „სამ გორ სინდიკატი“ პასუხისმგებელია ქვეყანაში შემავალი ნარკოტიკების 70 პროცენტზე. ავსტრალიის ხელისუფლება ცე ჩი ლოპს ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში უთვალთვალებდა.

გაერო-ს ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს ნარკოკარტელის შემოსავალი მხოლოდ „მეტამფეტამინის“ გაყიდვიდან 17 მილიარდ დოლარს აღწევდა.

დატოვე კომენტარი