ნიდერლანდების პარლამენტმა 1915 წელს სომეხთა მკვლელობა გენოციდად აღიარა
ნიდერლანდების პარლამენტმა 1915 წელს სომეხთა მკვლელობა გენოციდად აღიარა

ნიდერლანდების პარლამენტმა მხარი დაუჭირა შუამდგომლობას, რომელიც 1915 წელს მილიონნახევარი სომეხის მკვლელობას გენოციდად აფასებს.  ამავდროულად, მთავრობაში აცხადებენ, რომ პარლამენტის გადაწყვეტილება ნიდერლანდების ოფიციალური პოლიტიკა არ გახდება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

შუამდგომლობა, რომელსაც 150 პარლამენტარიდან მხოლოდ 3-მა არ დაუჭირა მხარი, რისკის ქვეშ აყენებს, ისედაც დაძაბულ ურთიერთობას ჰააგასა და ანკარას შორის. პირველად ეს ურთიერთობა მაშინ დაიძაბა, როცა გასულ წელს ჰოლანდიამ თურქ მინისტრს კამპანიის ჩატარების საშუალება არ მისცა.

თურქეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება შეფასებას, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს მომხდარი მკვლელობები სომხების გენოციდი იყო.
თურქეთმა ანკარაში ნიდერლანდების საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი დაიბარა და გენოციდის აღიარების შესახებ ინიციატივაზე უკმაყოფილება გამოთქვა. მსგავსი რეზოლუცია ევროკავშირის წევრ 12 ქვეყანას აქვს მიღებული.