ნიდერლანდების მიგრაციის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებას ცდილობენ, ნიდერლანდებში შესვლაზე უარს არ ეტყვიან
ნიდერლანდების მიგრაციის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებას ცდილობენ, ნიდერლანდებში შესვლაზე უარს არ ეტყვიან

რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებას ცდილობენ, ნიდერლანდებში შესვლაზე უარს არ ეტყვიან. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ განცხადება ნიდერლანდების მიგრაციის სახელმწიფო მდივანმა, ერიკ ვან დერ ბურგმა გააკეთა.

ამასთან, ივნისის ბოლოს ვან დერ ბურგმა განაცხადა, რომ რუს წვევამდელებს, რომლებიც უარს იტყვიან უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ქვეყანაში დარჩენის უფლება სულ მცირე 2022 წლამდე ექნებათ. ამ დროის განმავლობაში კი, მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას როგორ მოექცეს ამ ადამიანებს.

„მთავარი საკითხი იმაში მდგომარეობს, რა ხდება მაშინ, როცა მათ უკან ვაბრუნებთ, ხელგაშლილები ხვდებიან, თუ საფრთხე ემუქრებათ“, – განაცხადა ვან დერ ბურგმა.

მედიის ცნობით, ნიდერლანდების ემიგრაციის სამსახურს ჯერ არ მიუღია განცხადება რუსი დეზერტირებისგან. არსებული მონაცემებით, საემიგრაციო სამსახურს თავშესაფრის მოთხოვნით რუსეთის 83-მა მოქალაქემ მიმართა. უწყებაში ამბობენ, რომ პუტინის მიერ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგაც მიმართვიანობა არ გაზრდილა, თუმცა ვარაუდობენ, რომ სიტუაცია მომდევნო კვირიდან შესაძლოა, შეიცვალოს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმა სამიდან 10-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.