ნიდერლანდების ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გასულ კვირას რეკორდულ სიცხეს ქვეყანაში 480-მდე ადამიანი ემსხვერპლა

18:56, 02.07.2026

ნიდერლანდების ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გასულ კვირას რეკორდულ სიცხეს ქვეყანაში დაახლოებით 480 ადამიანი ემსხვერპლა.

როგორც „როიტერი“ წერს, 22-დან 28 ივლისის ჩათვლით პერიოდში მაღალი ტემპერატურის შედეგად ძირითადად 80 წლის და უფროსი ასაკის ადამიანები დაიღუპნენ. მათივე ინფორმაციით, შემთხვევათა უმეტესობა ნიდერლანდების სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილში დაფიქსირდა, სადაც ჰაერის ტემპერატურა ყველაზე მაღალი იყო.

სიცხის ტალღის დროს ნიდერლანდებში ჰაერის ტემპერატურამ 40 გრადუსს მიაღწია, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

ცნობისთვის, მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის განცხადებით, ევროპაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება. მეცნიერების თქმით, სიცხის ტალღა, რომელიც ევროპაში 20 ივნისს დაიწყო, კონტინენტზე ყველაზე ინტენსიურია, რაც კი ოდესმე ყოფილა.

მსგავსი