ნიდერლანდების ელჩი – შოკირებული ვარ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებით, ვგმობ ყოველგვარ ძალადობას
საქართველოში ნიდერლანდების ელჩი მააიკე ვან კოლდამი ოპერატორ ლექსო ლაშქარავას ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
მისი თქმით, ყოველგვარ ძალადობას გმობს.
„ჩემი სრული მხარდაჭერა ამ განცხადებას (კარლ ჰარცელის განცხადება) შოკირებული ვარ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებით, რომელსაც 5 ივლისს, „პრაიდის“ ღონისძიების დროს თავს დაესხნენ. ვუსამძიმრებ მის ოჯახს. ვგმობ ყოველგვარ ძალადობას, მათ შორის ჟურნალისტების მიმართ და აგრეთვე ჰომოფობიით შთაგონებულ ძალადობას“, – აღნიშნავს საქართველოში ნიდერლანდების ელჩი მააიკე ვან კოლდამი.
My full support to this statement. I am shocked by the death of cameraman Lekso Lashkarava who was attacked on 5th July during the planned Pride events. My condolences to his family. I condemn any kind of violence, incl against journalists and violence inspired by homophobia. https://t.co/hLkJgIpk2h
— Maaike van Koldam (@MaaikevanKoldam) July 11, 2021
„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა სცემეს, გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ლექსო ლაშქარავა კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც სახლში გაწერეს.
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.