ნიდერლანდების ელჩი – ქართველ ხალხს გულითადად ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს, ჩვენ ვრჩებით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერებად
საქართველოში ნიდერლანდების ელჩი მელინე არაკელიანი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
როგორც მელინე არაკელიანი ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, ნიდერლანდები რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი.
„ნიდერლანდების სამეფოს სახელით მსურს, ქართველ ხალხს გულითადად მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად საქართველოს ბევრი ბრძოლა მოუწია და ბევრი მსხვერპლის გაღება მოუხდა. ქართველი ხალხი დღემდე აგრძელებს საკუთარი თავისუფლების დაცვას თავისთვის და მომავალი თაობებისთვის. ნიდერლანდები საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან თქვენი სანდო პარტნიორი და მეგობარია. ჩვენ ვრჩებით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერებად, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ჩვენი ურყევი მონაწილეობის მეშვეობით. ჩვენ თქვენ გვერდით ვართ და ვიქნებით. გაუმარჯოს საქართევლოს“, – განაცხადა მელინე არაკელიანმა ვიდეომიმართვისას.
Congratulations to Georgian people on your Independence Day! 🇬🇪’s #independence is hard-won. It has come with many sacrifices. Until this day 🇬🇪people continue to defend their #freedom. 🇳🇱has been a reliable partner & friend for 🇬🇪 since its independence. We remain committed to… pic.twitter.com/E54dUL19yV
— Meline Arakelian (@melinearakelian) May 26, 2025