ნიდერლანდების ელჩი – პოლიტიკური რეპრესიებისა და ძალადობის მზარდი შემთხვევები შემაშფოთებელია, ქართული საზოგადოება უკეთესს იმსახურებს
საქართველოში პოლიტიკური რეპრესიებისა და ძალადობის მზარდი შემთხვევები შემაშფოთებელია, – ამის შესახებ საქართველოში ნიდერლანდების ელჩი მელინე არაკელიანი სოციალურ ქსელში წერს.
„ქართული საზოგადოება უკეთესს იმსახურებს. დღეს საქართველოში ბედობაა და გთხოვთ, ამ წელს ძალადობას ნუ დავაბედებთ“, – წერს ნიდერლანდების ელჩი.
🇬🇪-ში პოლიტიკური რეპრესიებისა და ძალადობის მზარდი შემთხვევები შემაშფოთებელია. ქართული საზოგადოება უკეთესს იმსახურებს. დღეს საქართველოში ბედობაა და გთხოვთ, ამ წელს ძალადობას ნუ დავაბედებთ.
— Meline Arakelian (@melinearakelian) January 15, 2025