ნიდერლანდების ელჩი – პოლიტიკურ პარტიებს აქვთ გადამწყვეტი პასუხისმგებლობა, რომ გამოირიცხოს ძალადობის გამოყენება

20:55, 21.06.2019

პოლიტიკურ პარტიებს აქვთ გადამწყვეტი პასუხისმგებლობა, რომ გამოირიცხოს ძალადობის გამოყენება, – ამის შესახებ საქართველოში ნიდერლანდების ელჩმა, ჯოს დოუმამ, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

„ახლა საქართველოსთვის გაერთიანების დროა. ყველასთვის მნიშვნელოვანია, რომ აჩვენონ თავშეკავება და კონსტიტუციის ფარგლებში მოქმედება. პოლიტიკურ პარტიებს აქვთ გადამწყვეტი პასუხისმგებლობა, რომ გამოირიცხოს ძალადობის გამოყენება. ნიდერლანდები და ევროკავშირი მოუწოდებენ ყველა ლიდერს, რომ ეს რაც შეიძლება სწრაფად გააკეთონ“, – განაცხადა ნიდერლანდების ელჩმა.

https://twitter.com/Jos_Douma/status/1142086140088016896

 

მსგავსი