ნიდერლანდების ელჩი - ნატო-ს ხომალდების ვიზიტი აჩვენებს, რომ საქართველო ალიანსის პარტნიორია
საქართველოში ნიდერლანდების ელჩი ჯოს დოუმა ფოთში ნატო-ს ხომალდების ვიზიტს მიესალმება. ამის შესახებ დიპლომატი „ტვიტერში“ წერს. ჯოს დოუმას თქმით, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ხომალდების ვიზიტი საქართველოში აჩვენებს, რომ საქართველო ნატო-ს პარტნიორია.
ფოთში ნატო-ს ხომალდების ჯგუფი გუშინ შევიდა. ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ხომალდები და საქართველოს სანაპირო დაცვის ორი ხომალდი – „დიოსკურია“ და „ოჩამჩირე“ ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ. მასში მონაწილეობას მიიღებენ ნიდერლანდების, თურქეთის, რუმინეთისა და ბულგარეთის მცურავი საშუალებები.
წვრთნების მიზანია, საქართველოსა და ნატო-ს საზღვაო ძალების ურთიერთქმედების და ურთიერთთავსებადობის ამაღლება.