ნიდერლანდების დედოფლის უმცროსმა დამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

19:14, 07.06.2018

ნიდერლანდების დედოფალ მაქსიმას 33 წლის დის ცხედარი ბუენოს აირესში საკუთარ სახლში იპოვეს. როგორც „ბიბისი“ იუწყება, დედოფლის უმცროსმა დამ თავი მოიკლა.

ნიდერლანდების სამეფო ოჯახის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ინეს ზოეგუეტა დეპრესიით იტანჯებოდა.

დის გარდაცვალების გამო დედოფალმა ბალტიისპირეთში დაგეგმილი ვიზიტი გადადო. ჰოლანდიური მედიის ცნობით, მაქსიმა მომხდარის გამო შოკირებული და დამწუხრებულია.

ინეს ზორეგუეტა ნიდერლანდების დედოფლის ქალიშვილის ნათლია იყო. ის არგენტინაში სახელმწიფო სამსახურში მუშაობდა.

მსგავსი