ნიდერლანდების, ბელგიისა და ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრები დონბასში ჩავიდნენ
ნიდერლანდების, ბელგიისა და ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრები დონბასში ჩავიდნენ

ნიდერლანდების, ბელგიისა და ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრები დონბასში ჩავიდნენ. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ევროპელი დიპლომატები უკრაინაში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებიან. დონბასში გადაღებულ ფოტოებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ვასილი ბოდნარი აქვეყნებს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

როგორც მანამდე, ნიდერლანდების საელჩოში განაცხადეს, ნიდერლანდების, ბელგიისა დ ალუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტის მიზანს აღნიშნული ქვეყნების მხრიდან უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერის დადასტურება წარმოადგენს.

ხვალ კიევში სამი ევროპელი დიპლომატი მთავრობის წევრებთან გამართავს შეხვედრას.