ნიდერლანდები უკრაინას 274 მილიონ ევროს გამოუყოფს
ნიდერლანდები უკრაინას 274 მილიონ ევროს გამოუყოფს

ნიდერლანდები უკრაინას 274 მილიონ ევროს გამოუყოფს. აღნიშნული თანხა ნაწილია უკრაინის მხარდაჭერის 2,5-მილიარდიანი პაკეტის, რომლის გამოყოფასაც ქვეყანა 2023 წლის განმავლობაში გეგმავს.

თანხიდან 180 მილიონი ჰუმანიტარულ დახმარებას, სოფლის მეურნეობასა და ქვეყნის აღდგენას მოხმარდება, დარჩენილი 94 მილიონი ევრო კი – არალეტალური შეიარაღების შეძენას.