ნიდერლანდები რუსული ენერგორესურსების იმპორტს 2022 წლის მიწურულისთვის დაასრულებს
ნიდერლანდები რუსული ენერგორესურსების იმპორტს 2022 წლის მიწურულისთვის დაასრულებს

ნიდერლანდები რუსული ენერგორესურსების იმპორტს 2022 წლის მიწურულისთვის დაასრულებს. ამის შესახებ კლიმატისა და ენერგეტიკის მინისტრმა, რობ იეტენმა განაცხადა.

ნიდერლანდების მთავრობა სუბსიდირებას გაუწევს ენერგოკომპანიებს, რათა ბერგერმეერის ბუნებრივი აირის საცავი წლის ბოლომდე 70%-მდე შეავსონ, რისთვისაც დაახლოებით 623 მილიონი ევრო გამოიყოფა. იმ შემთხვევაში თუ სუბსიდირების პროგრამა არასაკმარისი აღმოჩნდება, დანარჩენ ხარჯს სახელმწიფო ენერგოკომპანია „ენერჯი ბიჰეერ ნიდერლანდი“ გაიღებს, რათა ბუნებრივი აირი, არსებული ფასით შეიძინონ.